განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და მისი გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ წინააღმდეგ პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს.
“კოდორის ხეობაში მიმდინარეობს დაგეგმილი პოლიციის ოპერაცია, რომლის მიზანიც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა“, – განუცხადა ლომაიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს.
“მე არ ვარ იმ თანამდებობაზე, რომ ამ ოპერაციის დეტალებზე ვისაუბრო. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს განადგურება, მაგრამ ვინც არ დაგვემორჩილება, ლიკვიდირებული იქნება“, – დასძინა მან.
მისი თქმით, გასამხედროებულ ჯგუფს ახლა ორი ვარიანტი აქვს: “მათ ან უნდა ჩააბარონ იარაღი ან ისინი ლიკვიდირებული იქნებიან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)