ზურაბ ნოღაიდელი ბრიუსელს სტუმრობს

25 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება.


“ნატოში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ ვიზიტის მიზანი კი ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპის სწრაფად დაწყება და ამ საკითხთან დაკავშირებული საკითხებია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ზურაბ ნოღაიდელმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფრანკო ფრატინისთან და აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელთან ნატო-ში ვიქტორია ნულანდთან.


პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება და სიტყვით გამოვა ნატო-ს ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოს სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version