სოხუმი კოდორის ხეობაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 24 ივლისს განაცხადა, რომ საქართველო დაარღვევს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუ კოდორის ხეობაში ჯარს გააგზავნის და იქ ოპერაციას განახორციელებს, რაც რეგიონში “დაძაბულობის ესკალაციას“ გამოიწვევს, იტყობინება “აფსნიპრესი“.


მისი თქმით, რეგიონში არსებული სტატუს კვოს შეცვლა დაუშვებელია.


საქართველოს ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის წინააღმდეგ შესაძლოა პოლიციის ოპერაცია განხორციელდეს.


კოდორის ხეობა ერთადერთი ტერიტორიაა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.


“აფხაზეთის ხელისუფლება თავს იკავებდა [კოდორის ხეობის] ხელში ჩაგდების მცდელობებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინა საომარი მოქმედებების განახლება“, – განაცხადა ბაღაფშმა.


აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა განაცხადა, რომ აფხაზური მხარე “შესაბამის ზომებს“ მიიღებს, თუ ქართული მხარე კოდორში “წესრიგის აღდგენის საბაბით“ ჯარებს გააგზავნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version