ცხინვალის რეგიონში პოლიციელი დაჭრეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ფრონეს ხეობის ოსურ სოფელ მუგუთთან, გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქართველი პოლიციელი ჯუმბერ დურგლიშვილი დაჭრეს.


დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, თავდამსხმელებს ჯუმბერ დურგლიშვილის გაძარცვა სურდათ, თუმცა მან მანქანა არ გააჩერა.


ქართველ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით, დამაკმაყოფილებელია. 

ჯერ–ჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version