საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბრძანებულების საფუძველზე 20 ივლისს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის წევრად მიღების ფარგლებში საქართველოს-რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით.
შვიდკაციანმა ჯგუფმა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს, საქართველოს მთავრობისათვის უნდა შეიმუშაოს წინადადებები რუსეთის ვმო-ს ფარგლებში ბაზარზე დაშვების შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დირექტივების თაობაზე.