პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინეს

დღეს პარლამენტის ბიურო განიხილავს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, რომელსაც კვლავ პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს და სადაც შეცვლილი მხოლოდ ორი მინისტრია.

მთავრობისათვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2005 წლის თებერვალში დამტკიცებული კაბინეტი 1/3–ით შეიცვალა.


გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენის გამო, მას მინისტრის პოსტზე დეპუტატი დავით ტყეშელაშვილი შეცვლის, ხოლო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინიტრად გიორგი ხაინდრავას ნაცვლად წარდგენილია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე.


დანარჩენმა მინისტრებმა, მათ შორის შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომლის გადადგომასაც ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა რაც მოითხოვს, თანამდებობები შეინარჩუნეს.

მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდება:


ზურაბ ნოღაიდელი – პრემიერ–მინისტრი;
ვანო მერაბიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
გელა ბეჟუაშვილი- საგარეო საქმეთა მინისტრი;
გია ქავთარაძე – იუსტიციის მინისტრი;
ნიკა გილაური – ენერგეტიკის მინისტრი;
ალექსი ალექსიშვილი – ფინანსთა მინისტრი;
ირაკლი ჩოგოვაძე – ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
ლადო ჭიპაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი;
კახა ლომაია – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
გოკა გაბაშვილი – კულტურისა და სპორტის მინისტრი;
გიორგი ხევიაშვილი – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
დავით ტყეშელაშვილი – გარემოს დაცვის მინისტრი;
მერაბ ანთაძე – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
ზინაიდა ბესტაევა – სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში;
გიორგი ბარამიძე – სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
კახა ბენდუქიძე – სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.


პარლამენტი ამ შემადგენლობას 24 ივლისის სხდომაზე უყრის კენჭს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version