ანთაძე მოსკოვში სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის მოსამზადებლად გაემგზავრა

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის  ორმხრივი შეხვედრის მომზადების მიზნით მოსკოვში გაემგზავრა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერაბ ანთაძე ასევე კონსულტაციებს გამართავს თავის რუს კოლეგასთან ანდრეი დენისოვთან.


საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა  შესაძლოა 21-22 ივლისს მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგეს. 


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მისი პუტინთან შეხვედრაზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version