შსკ–ს სხდომა შესაძლოა მოსკოვში ჩატარდეს

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა შესაძლოა ივლისი–აგვისტოს მიჯნაზე მოსკოვში გაიმართოს მას შემდეგ, რაც 17–18 ივლისს თბილისში დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა, იტყობინება “ინტერფაქსი“ შსკ–ს რუსული მხარის თანათავმჯდომარის იური პოპოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


პოპოვის განცხადებით, ამჟამად მზადდება ერთობლივი განცხადება შსკ–ს ფარგლებში მუშაობის გაგრძელების თაობაზე, სადაც “ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ გარემოებათა გამო თბილისში შსკ–ს სხდომა ჩაიშალა და ახლა ვგეგმავთ მორიგი სხდომა საორიენტაციოდ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მოსკოვში გავმართოთ“.


შსკ–ს სხდომის ჩაშლაში თბილისმა მოსკოვი და ცხინვალი დაადანაშაულა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 ივლისს განაცხადა, რომ შეხვედრა 14 და 15 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ რუსეთის ოფიციალური პირების დაკავებასთან დაკავშირებული “პროვოკაციების“ გამო ჩაიშალა.  

Exit mobile version