17 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აკიკო იამანაკას, რომელიც საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველო-იაპონიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხების და მრავალმხრივი ურთიერთობების განხილვა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და საქართველო-იაპონიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს. დაგეგმილია ასევე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან.