პრეზიდენტი სააკაშვილი 16 ივლისს მიესალმა საქართველოს სანაპირო დაცვის მესაზღვრეებს და მიმართა, რომ მათი სამსახური “უფრო საჭირო გახდება მომავალში“. მან ამის შესახებ განცხადება ფოთში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის 8 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გააკეთა.
ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს.
ორფოლოს პოლიგონზე 8 ათასი ჯარისკაცისადმი მიმართვაში 15 ივლისს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “მთავარი სირთულეები ჯერ წინ არის, მთავარი საფრთხეები წინ არის და თქვენი ძალის გამოყენება შეიძლება მომავალში საჭირო გახდეს“.