პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა 145 ხმით 2–ის წინააღმდეგ  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი ქეთევან ერემაძე დაამტკიცა.


მოსამართლის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ წარადგინა. მეორე კანდიდატურაზე კი, რომელიც ასევე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ჯერ–ჯერობით საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შეთანხმდა.


საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ექვსს ათწლიანი სამსახურის ვადა ამოეწურათ. ამ ექვსი მოსამართლიდან ორი უზენაესმა სასამართლომ უკვე დანიშნა, ხოლო ორს პრეზიდენტი წარადგენს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურა იხილება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version