რუსეთის საგარეო უწყება ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს გაგებით მოეკიდოს მოსკოვის გადაწყვეტილებას ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის “ტექნიკური რესკონსტრუქციის მიზნით“ დროებითი ჩაკეტვის გამო.


რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ კამინინი მოუწოდებს ქართულ მხარეს “დაბრკოლებები არ შექმნას“  რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას სხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით.


რუსეთმა ზემო ლარსი, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტია რუსეთსა და საქართველოს შორის,  8 ივლისს ჩაკეტა. ორი დანარჩენი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებშია განლაგებული და თბილისი მათ უკანონოდ მიიჩნევს, რადგანაც ისინი ქართული მხარის კონტროლს არ ექვემდებარება.


ქართულმა მხარემ უკვე დაადანაშაულა რუსეთი ზემო ლარსის განზრახ ჩაკეტვაში, რასაც როკის გვირაბის ლეგალიზების მცდელობა მოჰყვებოდა.


მიხეილ კამინინმა ასევე განაცხადა, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს მოდერნიზება სჭირდება, რადგანაც “ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მრავალჯერ იქნა გამოყენებული ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებების მიერ რუსეთში ნარკოტიკების, დაქირავებული მებრძოლების და იარაღის გადაზიდვის მიზნით, მათ შორის ტერორისტული მიზნებითაც“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version