თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას განცხადებით, სოხუმის სურვილია მთიანი ყარაბაღიც შეუერთდეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო პარლამენტების თანამშრომლობას, რაზეც შეთანხმება მოსკოვში 4 ივლისს გაფორმდა.
“აფხაზეთი ყველანაირად შეეცდება და მიესალმება მთიანი ყარაბაღის შემოერთებას სამი რესპუბლიკის თანამშრომლობასთან, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აშენებენ“, – იუწყება”აფსნიპრესი“ მოსკოვიდან დაბრუნებული ნუგზარ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით.
აშუბას ინფორმაციით, სეპარატისტებს შორის შეთანხმებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საპარლამენტო ასამბლეის შექმნა მოჰყვება, რადგანაც “ჩვენ ბევრი საპარლამენტო ასამბლეის კარზე მივაკაკუნეთ, მაგრამ ცალკ–ცალკე არ გვიღებენ“.