ლავროვი CFE–ის რატიფიცირებასთან სტამბოლის ვალდებულებების კავშირს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება (CFE) შეიძლება “თავისი სიკვდილით გარდაიცვალოს“, თუ დასავლეთი რუსეთის მიერ ეუთოს სტამბოლის სამიტზე  1999 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის “მოგონილი არგუმენტებით“ გააგრძელებს უარის თქმას ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირებაზე.


“დასავლეთი უარს ამბობს ამის გაკეთებაზე აბსოლუტურად გამოგონილი მიზეზით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის სამხედრო ყოფნას დნესტრისპირეთში [მოლდოვა] და საქართველოში“, – განაცხადა ლავროვმა დღეს რუსეთის სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე.


მისი თქმით, “ქართული საბაბი დიდი ხანია საფუძველს მოკლებულია“, რადგან მოსკოვი და თბილისი უკვე შეთანხმდნენ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე საქართველოდან, რომლის ტერიტორიაზეც მხოლოდ ქონება რჩება.


თუმცა საქართველოს მტკიცებით, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს CFE–ით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რადგან კვლავაც მოქმედებს გუდაუთის ბაზა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში.


 

Exit mobile version