სააკაშვილი ვაშინგტონში ბუშს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვაშინგტონში აშშ–ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდება.


პრეზიდენტები განიხილავენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2005 წლის მაისში ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტის შემდეგ, თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების სფეროში და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იტყობინებოდა “თეთრი სახლი”.


დაგეგმილია ასევე შეხვედრა აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან.


აშშ–ში პრეზიდენტს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა და პრეზიდენტის მრჩეველი დანიელ ქუნინი.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version