დღეს გალში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
აგრეთვე განიხილება მხარეების მიერ წამოჭრილი სხვა წინადადებები და იდეები, იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.