პრემიერ–მინისტრი ახალი ავტონომიების შექმნას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 24 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოში უკვე არსებობს ავტონომიები და “არცერთი სხვა ავტონომია აღარ შეიქმნება ქვეყანაში“.


ნოღაიდელმა ამის შესახებ 24 ივნისს ჯავახეთის ახალი ორგანიზაციის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, სადაც ეთნიკური სომხებით დასახლებული ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭების მოთხოვნა დააყენეს.

Exit mobile version