დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ გიზელში შედგება საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების დელეგაციების შეხვედრა, რომელთაც ორივე მხრიდან უწყების ხელმძღვანელთა მოადგილეები უხელმძღვანელებენ.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, მხარეები რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის საზღვარს, კერძოდ, “როკის”, “ძინაგის”, “ბულუნგუს”, “ელბრუსის”, “თერსკოლისა” და “ზემო ბალყარეთის” სასაზღვრო საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
შეხვედრაზე ასევე შავი ზღვის აკვატორიაში სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებიც შეჯამდება.