ბეჟუაშვილმა და სემნებიმ კონფლიქტების საკითხი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პიტერ სემნების 20 ივნისს გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი განიხილეს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 14 ივნისს ბრიუსელში ეუთო-ს ეგიდით გამართულ დონორთა კონფერენციის მნიშვნელობაზე.


ბეჟუაშვილმა და სემნებიმ ასევე განიხილეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.


 

Exit mobile version