20 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ასევე დეპუტატები გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დეპუტატებმა დიპლომატებს ის საკითხები გააცნეს, რომლებიც უკავშირდება შემოდგომისათვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პროცესებს.