აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას თეთრ სახლში 5 ივლისს გამართავს, იტყობინება თეთრი სახლი.
19 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი მიესალმება საქართველოს “ვარდების რევოლუციას”, როგორც თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვან მომენტს და ქვეყანას მნიშვნელოვან რეგიონში ძირითად მოკავშირეს და ღირებულ პარტნიორს უწოდებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს, თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების სფეროში და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ერთობლივ ვალდებულებას იმუშავონ ერთად მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.