საქართველო აფხაზეთში საჰაერო სივრცის დარღვევას აპროტესტებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მცირეგაბარიტიანი სამგზავრო თვითმფრინავი 17 ივნისს რუსეთიდან აფხაზეთის მონაკვეთზე შემოფრინდა და სოხუმის მახლობლად, ბაბუშერას აეროპორტზე დაეშვა.


“ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ეს უკვე მეოთხე ფაქტია. აღნიშნული ფრენა არც ამჯერად ყოფილა შეთანხმებული ქართულ მხარესთან“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version