16 ივნისს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და უკრაინელ კოლეგას ბორის ტარასიუკს შორის, რომლის დროსაც ბეჟუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ასევე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები.