ენერგოობიექტების შესყიდვით დაინტერესებული 8 კომპანია გამოვლინდა

დღეს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ ექვსი ჰესსა და სამ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის პრივატიზაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში დაინტერესებული კომპანიები გამოავლინა.


ჰესების შესყიდვით ექსვი კომპანია – TBC Energy, რომელიც ქართული კომპანია TBC Group-ს წარმოადგენს, Laxtron Energy, ჩეხური Energy-Pro, Unitrade Service, Geo Steel და ინტერ რაოესი დაინტერესდა. 
 
სამი სადისტრიბუციო კომპანიით კი ხუთი კომპანია  – Falcon Capital, Laxtron Energy, Energy-Pro, TBC Energy, SB Energy. 
 
Laxtron Energy ლაჯანურჰესში  26 მლნ 250 ათას აშშ დოლარის გადახდას სთავაზობს; რიონჰესში- 14 მლნ 320 ათასი, აწჰესში – 4 მლნ 150 ათასი, გუმათჰესში – 12 მლნ 300 ათასი.
 
TBC Energy მზად არის რიონჰესი 20 მლნ 100 ათსი აშშ დოლარად შეიძინოს. 
 
ჩეხური კომპანია Energy-Pro-ს შეთავაზება კი შემდეგნაირია: “ძევრულჰესი“ – 14 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი, ლაჯანურჰესი – 60 მლნ, “გუმათჰესი“ – 38 მლნ, “შაორჰესი“ – 13 მლნ, “რიონჰესი“ – 39 მლნ 800 ათასი,  “აწჰესი“- 5 მლნ აშშ დოლარი.
 
კომპანია Unitrade Service მზად არის შეიძინოს “აწჰესი“ 4 მლნ 500 ათასი აშშ დოლარად, “შაორჰესი“ კი 16 მილიონად.


რუსული კომპანია “ინტერ რაო ეესი“  ორ ჰიდრო ელექტრო სადგურზე აცხადებს პრეტენზიას:  “აწჰესზე“ და “ძევრულჰესზე” – 4 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი და 20 მლნ შესაბამისად.
 
Geo Steel  “რიონჰესში“ 21 მლნ აშშ დოლარს, ხოლო “აწჰესში“ 5 მლნ 150 ათასს იხდის.
 
რაც შეეხება სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებს Falcon Capital  – “აჭარის ენერგოკომპანიიისთვის“ – 12 მლნ აშშ დოლარს სთავაზობს.  
 
Laxtron Energy იმავე “აჭარის ენერგოკომპანიაში“ – 8 მლნ 500 ათას დოლარს სთავაზობს.
 
ჩეხურმა Energy-Pro დაინტერესდა “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიით“, რაშიც  – 27 მლნ დოლარს იხდის.  
 
TBC Energy  – “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ – 5 მლნ 100 ათას აშშ დოლარის შეთავაზებას აკეთებს. იმავე  სადისტრიბუციო კომპანიით კომპანია SB Energy დაინტერესდა, რაშიც ის 2 მლნ 100 ათასს დოლარს იხდის, ხოლო “აჭარის ენერგოკომპანიაში“ კი  – 8 მლნ 400 ათასს.
 
საბოლოო გამარჯვებულს ეკონომიკის სამინისტრო ხუთი დღის განმავლობაში გამოავლენს.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ყველა ენერგო ობიექტის საწყისი ფასი ერთად აღებული 119 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა კონკურსის შედეგად აღნიშნული თანხა, როგორც მოსალოდნელია, 282 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version