ბათუმის რუსული ბაზა მეოთხე სამხედრო ეშელონმა დატოვა

დღეს ბათუმის სატვირთო რკინიგზის სადგურიდან ბათუმში დისლოცირებული რუსეთის მე-12 ბაზიდან გამოტანილი სამხედრო ტექნიკით დატვირთული მე-4 ეშელონი გიუმრის მიმართულებით გავიდა. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  21 ვაგონში ჩატვირთული ტექნიკის ჩამონათვალშია: მძიმე მექანიზირებული ხიდი – კრაზი 255, მსუბუქი უაზი-469, წინაღობის გამწმენდი საინჟინრო ტ-55 და სარემონტო-საევაკუაციო ბრონირებული მანქანა ტ-72. ასევე, ოთხი სატვირთო კამაზი-4310, ოთხი სატვირთო ურალი-4320, 23 სატვირთო ზილ-131 და სამი მსუბუქი უაზი-3151.


 

Exit mobile version