ლაკერბაია: სოხუმს კოსოვოს პრეცედენტის იმედი არ უნდა ჰქონდეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ 9 ივნისს განაცხადა, რომ აფხაზეთს არ უნდა ჰქონდეს კოსოვოს და ჩერნოგორიის იმედი საერთაშორისო აღიარების მოპოვების თვალსაზრისით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


“არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მუდმივად პარალელები გავავლოთ აფხაზეთსა და კოსოვოს, ან ჩერნოგორიას შორის და სხვების პრეცედენტებს დავეყრდნოთ. ჩვენ ჩვენი საკუთარი პრეცედენტი უნდა შევქმნათ… განსაკუთრებით მაშინ, როცა აფხაზმა ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ლაკერბაიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ლაკერბაია ცოტა ხნის წინ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. მისი თქმით, ვიზიტის დროს, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციის “შერიგების რესურსები“ ორგანიზებით გაიმართა, იგი აშშ-ს და ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს და ანალიტიკოსებს შეხვდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version