“რეზონანსი” მთავრობაში შესაძლო ცვლილებებზე წერს

გაზეთი “რეზონანსი“ იტყობინება 8 ივნისს მაღალი რანგის უცნობ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების მიზნით, რომელშიც ამჟამად უშიშროების სამსახურიც შედის, კონსტიტუციური ცვლილებები იგეგმება. ამავე წყაროს ცნობით, ასევე იგეგმება ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანება.


გაზეთის ცნობით, კახა ბენდუქიძე, სავარაუდოდ გაერთიანებულ ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს. ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს პოსტის დატოვება მოუწევს.


ბოლო თვეების განმავლობაში ქართული მედია ხშირად ავრცელებს ვარაუდებს მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე, თუმცა არც ერთი მათგანი ჯერ არ გამართლდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version