ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 7 ივნისს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერთან სერგეი მირონოვთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სანკტ–პეტერბურგში 13 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის საკითხები განიხილეს.


ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს კარგი შანსი აქვს დაგროვილი პრობლემების მოწესრიგების პროცესი დაიწყოს.


პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ცნობით, სერგეი მირონოვი ასევე პოზიტიურად მიიჩნევს, საქართველოს  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას რუსეთთან მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებაზე.


ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელები ასევე “კავკასიური ოთხეულის“ – საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის პარლამენტის სპიკერების შეხვედრების განახლების იდეას მიესალმნენ. ამ ფორმატში უკანასკნელი წლინახევრის განმავლობაში შეხვედრა არ გამართულა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version