კოკოითი და ბაღაფში ჩრდილოეთ კავკასიაში შეხვედრებს მართავენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში 7 ივნისს ნალჩიკში ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტს არსენ კანოკოვს შეხვდნენ და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იუწყება “რეგნუმი“.


ნალჩიკიდან დე ფაქტო პრეზიდენტები ყარაჩაი-ჩერქეზეთში გაემგზავრნენ.
 
6 ივნისს კი კოკოითი და ბაღაფში ვლადიკავკაზს სტუმრობდნენ, სადაც  ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თეიმურაზ მამსუროვს შეხვდნენ.


საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების ლიდერები ჩრდილოეთ კავკასიაში მას შემდეგ გაემგზავრნენ, რაც ცხინვალში აფხაზეთის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version