7 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰეიდი ტალიავინს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხებს.