პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია 8 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდის აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის დეტალური საგზაო რუკის პრინციპების თაობაზე.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 1 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის წინადადებები სამშვიდობო გეგმის თაობაზე ვერ შეუწყობს ხელს ორი მხარის პოზიციების დაახლოებას.