კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ცხინვალის რეგიონში გაემგზავრა, რათა ადგილზე გაეცნოს რუსი სამშვიდობოების როტაციის დასრულების შედეგებს. კერძოდ, დატოვეს თუ არა კონფლიქტის ზონა იმ სამხედროებმა, რომლებიც რუსული ბატიონის 500-კაციან კვოტას აჭარბებდნენ კონფლიქტის ზონაში.
შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის განცხადებით, იმ რუს სამშვიდობოებს, რომლებმაც კონფლიქტის ზონაში უკვე 6 თვე იმსახურეს, რეგიონი 3 ივნისს უნდა დაეტოვებინათ.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ინფორმაციით, ასევე იგეგმება გიორგი ხაინდრავას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც.