ბურჯანაძე სამხრეთ ოსეთში თავშეკავებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 1 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და ყველა წინააღმდეგობა მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა გადაწყვიტოს.


“ეს ე.წ. ‘როტაცია’ რუსი სამშვიდობო ძალების არის პროვოკაციისკენ მიმართული, მაგრამ ჩვენ თავშეკავება უნდა გამოვიჩინოთ და არსებული პრობლემები მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა მოვაგვაროთ,“ – განუცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ს.


ბურჯანაძე ამჟამად ჰელსინკში იმყოფება, სადაც ევრო პარლამენტარების კონფერენცია იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version