სოხუმი ახალი რეფერენდუმის გამართვას არ აპირებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმი არ აპირებს დამატებითი რეფერენდუმის ჩატარებას აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, იუწყება “ინტერფაქსი” 1 ივნისს.


“90-იან წლებში აფხაზეთში უკვე ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ბაღაფშმა.
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში რეფერენდუმი 1999 წელს ჩატარდა, თუმცა მასში 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად აფხაზეთიდან დევნილებს, რაც მთლიანი მოსახლეობის ნახევარს აღემატება, მასში მონაწილეობა არ მიუღია.

Exit mobile version