დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან და პრემიერ-მინისტრთან დანიალ ახმეტოვთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება “კაზმუნაიგის“ პრეზიდენტს, ბანკ “ტურან ალემის“, “ალიანს ბანკისა” და “გაზკომერცბანკის“ წარმომადგენლებს.
2 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობით გაიხსნება საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი.
1-2 ივნისს ასტანაში ქართულ-ყაზახური სამთავრობათშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე დაესწრება.