დღეს გამთენიისას ახალქალაქის სამხედრო ბაზა ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალებით დატვირთულმა 10-მა სატვირთო ავტომანქანამ დატოვა. კოლონა გიუმრის მიმართულებით გაემგზავრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წალკიდან კიდევ ერთი ეშელონი გავიდა. ვაგონებში ახალქალაქის ბაზიდან გამოტანილი რუსული სამხედრო ტექნიკა იყო ჩატვირთული.
ამ ეტაპისთვის საქართველო 15–მა ერთეულმა სამხედრო თვითმავალმა საარტილერიო დანადგარმა დატოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბაზიდან ასევე დაწყებულია მორიგი ეშელონის დატვირთვა, რომელიც საქართველოს 1 ივნისს დატოვებს.