დეპუტატები აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენ

დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე დეპუტატებს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის  ტერიტორიის გავლით თბილისი – მოსკოვის გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაციას გააცნობს.
 
4 მაისს მოსკოვში  საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და სომხეთის მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს კონსორციუმის  – შავი ზღვის რკინიგზა – შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

Exit mobile version