დსთ-ს მთავრობების მეთაურთა შეხვედრას დუშამბეში ბარამიძე დაესწრო

ტაჯიკეთში 25 მაისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე დაესწრება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან და უკრაინის, მოლდოვას ვიცე-პრემიერებთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების საკითხები, ასევე დაფიქსირდა საქართველოს პოზიცია დსთ-ს მომავალთან დაკავშირებით.

დსთ–ს ფარგლებში დუშანბეს შეხვედრა პირველი მაღალი დონის ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა დატოვოს დსთ.


ამჟამად, პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია დსთ–ში საქართველოს ყოფნის მიზანშეწონილობას სწავლობს და ორგანიზაციიდან შესაძლო გამოსვლის შედეგებს განიხილავს.

Exit mobile version