სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ოსურ სოფელ ხელჩუაში ერთ-ერთ ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა იყო ქართული მხარის მცდელობა გამოეწვია „ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია“.
შეიარაღებულ პირთა ჯგუფი ატსამაზ ხუგაევის სახლში 21 მაისს შეიჭრა. შეტაკების დროს ორი თავდასხმელი, ორივე ეთნიკური ქართველი, მოკვდა, ორმა კი გაქცევა შეძლო მას შემდეგ, რაც სახლის მეპატრონემ ცეცხლი გახსნა.
ქართველმა სამართალდამცავებმა ინციდენტი ძარცვის მცდელობად შეაფასეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა დაემთხვა 90-იანი წლების დასაწყისში „ქართული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღის“ იუბილეს, რომელიც 20 მაისს აღინიშნება.
„სამხრეთ ოსური მხარე ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუ საქართველო გადასცემს იმ პირებს, რომელთაც სოფელ ხელჩუაში 21 მაისს თავდასხმა განახორციელეს“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება.
ცხინვალი კრიმინალურ თავდასხმას პროვოკაციად აფასებს
