ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი 22 მაისს სოხუმში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა, იტყობინება “აფსნიპრესი“.
მოლაპარაკებების შემდეგ ჯონ ტეფტმა ჟურნალისტებს განუცხდა, რომ მხარეებმა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს.