ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს “ბრიყვი“ უწოდა და განაცხადა, რომ “ბრალდებების“ წაყენებით იგი პროკურორივით იქცევა.
კოტე კემულარია, რომელიც 2005 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე იუსტიციის მინისტრად მსახურობდა, სახალხო დამცველის მიერ 19 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გაჟღერებული კრიტიკის ობიექტი გახდა.
სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კემულარიამ პასუხი უნდა აგოს 2005 წლის დეკემბერში ქუთაისის ციხეში მომხდარ ბუნტზე და იმ ფინანსურ უკანონობასა და კორუფციაზე, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში არსებობდა.
“მისი ადგილი პროკურატურაში უფროა, ვიდრე ომბუდსმენის აპარატში. ის ბრუყვია და ბრიყვული ბრალდებები გაკეთა“, – განაცხადა კემულარიამ ტელეკომპანია 20 მაისს “რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას .