ახალქალაქის ბაზის გაყვანის პროცესი გრძელდება

დღეს დილის 6 საათზე ახალქალაქის ბაზიდან 4 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის (2C1) და ერთი გამწისაგან შემდგარი რუსული სამხედრო კოლონა წალკისკენ დაიძრა, საიდანაც  23 მაისს მძიმე სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო ეშელონი საქართველოდან  აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ გაემგზავრება. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გასვლის პროცესს ქართულ-რუსული სპეციალური კომისია აკონტროლებს. მხარეები გრაფიკის მიხედვით და შეთანხმებულად მოქმედებენ.


ახალქალაქის ბაზის საქართველოდან გაყვანის პროცესი 2007 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

Exit mobile version