პრემიერ-მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა

დღეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც  დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანთან.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გამოვა გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფრენციაზე – “21-ე საუკუნეში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  ევროპის,  აშშ-ის
და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები.


გერმანიაში ვიზიტი 20 მაისს დასრულდება, საიდანაც პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლონდონში გაემგზავრება.

Exit mobile version