საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 16 მაისს სამ ელექტროგამანაწილებელ კომპანიასა და ექვს ჰიდროელექტროსადგურზე საპრივატიზაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
მთლიანად ობიექტების საერთო საწყისი ფასი 119 მილიონი აშშ დოლარი იქნება. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში წარმოდგენილია:
“საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” – 30 000 000 აშშ დოლარი;
“აჭარის ენერგოკომპანია” – 5 000 000 აშშ დოლარი;
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” – 2 000 000 აშშ დოლარი;
“ლაჯანურჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 112.5 მვტ. საპრივატიზაციო ფასი – 26 000 000 აშშ დოლარი;
“რიონჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 48 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“გუმათჰესების კასკადი“- დადგმული სიმძლავრე – 66.5 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“შაორჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 38.4 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“ძევრულჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 80 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“აწჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 16 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 4 000 000 აშშ დოლარი.
საპრივატიზაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 16 ივნისს იწურება.