დღეს დილით უცნობმა საფრენმა აპარატმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალი-ჯავის მიმართულებით ფრენა ორჯერ განახორციელა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდარი ფაქტი საქართველოს საჰაერო სივრცის უხეში დარღვევაა, რადგანაც ის არ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან.
ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ოსეთის მხარემ ასევე გამოთქვა ანალოგიური პროტესტი, ქართული ვერტმფრენების მიერ სამხრეთ ოსეთის თავზე განხორციელებული “უკანონო“ ფრენების გამო.