დსთ-ს ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომას, რომელიც 27 მაისს ტაჯიკეთში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ნაცვლად, ვიცე-პრემიერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე დაესწრება.
ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” 13 მაისს სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცნობეს.
დსთ–ს ფარგლებში დუშანბეს შეხვედრა პირველი მაღალი დონის ღონისძიება იქნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა დატოვოს დსთ.
ამჟამად, პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია დსთ–ში საქართველოს ყოფნის მიზანშეწონილობას სწავლობს და ორგანიზაციიდან შესაძლო გამოსვლის შედეგებს განიხილავს.