დსთ-დან საქართველოს შესაძლო გამოსვლის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის

დსთ-ში საქართველოს წევრობის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნა სსეციალური სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომისია ყოველკვირეულად გამართავს შეხვედრებს და პერიოდულად საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის დასკვნების შესახებ. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.


“ასევე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთანაც, დსთ-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც ამ საკითხზე“, – დასძინა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას, რუსეთთან ბოლო პერიოდში გართულებული ურთიერთობების ფონზე, 2 მაისს მისცა დავალება განიხილოს დსთ–დან საქართველოს გამოსვლის შესაძლო შედეგები.

Exit mobile version