რუსეთის პრეზიდენტი დსთ-ს მიესალმება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს განაცხადა, რომ მრავალმხრივი პარტნიორობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში შესაძლებელს ხდის “კონფლიქტების შეჩერებას“ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


მისი თქმით, მრავალმხრივი პარტნიორობა ასევე შესაძლებელს ხდის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების “ეფექტურ გადაწყვეტას“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს საქართველოს მთავრობს დაავალა შეისწავლოს დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესაძლო შედეგები. 

Exit mobile version