თბილისს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს თბილისში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდნეტი არნოლდ რუუტელი ჩამოდის, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავს, იტყობინება ესტონეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


10 მაისს ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში ქართულ-ესტონურ ბიზნეს-ფორუმს გახსნის.


11 მაისს  ესტონეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან. 


ესტონეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, არნოლდ რუუტელს თან ახლავს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და იუსტიციის მინისტრები, ასევე 18-კაციანი ბიზნეს დელეგაცია, რომელსაც ესტონეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი სიიმ რაი ხელმძღვანელობს.

Exit mobile version