საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 მაისს ბათუმში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე განაცხადა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ “მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას” მიაღწია.
“საქართველო ვითარდება ისე დინამიურად, როგორც ძალიან ცოტა ქვეყანა განვითარებულა ასეთ მოკლე პერიოდში, ბევრად უფრო დინამიურად ვიდრე, პირდაპირ გეტყვით, მეც და ჩემს მეგობრებს ოდესმე წარმოგვედგინა ჩვენი ოპტიმიზმის მიუხედავად…მარტო ის რად ღირს რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში პირველ სამ თვეში [2006 წლის] საქართველოს მთავრობის მონაცემებით აღემატება 12%-ს და შეიძლება 13%-საც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში და რეგიონში“, – განაცხადა 6 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა